პრემიერი ჰომოფობიასთან ბრძოლის დღის აღნიშვნის საკითხს გამოეხმაურა

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი არ ეთანხმება იმ მოსაზრებას, რომ მიმდინარე წლის 17 მაისს ჰომოფობიასთან ბრძოლის დღე ვერ აღინიშნა სახელმწიფოს მხრიდან დაცვის გარანტიები არ არსებობის გამო. ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა “ექსპო ჯორჯიაში” მიმდინარე პრესკონფერენციაზე, იმ საკითხის კომენტირებისას განაცხადა, რომ მიმდინარე წლის 17 მაისს ჰომოფობიასთან ბრძოლის დღის აღნიშვნა ვერ მოხერხდა.
პრემიერი არ იზიარებს მოსაზრებას, რომ საზოგადოების ნაწილმა ვერ შეძლო აქციის ჩატარება იმის გამო, რომ სახელმწიფოსგან დაცვის გარანტია არ ჰქონდათ.
“გასულ წელს ჩატარდა, ხომ? იქ მოხდა შეხლა-შემოხლა და პოლიციამ ძალიან მაგრად იმუშავა. მე პირადად ვიყავი ადგილზე და სასწაული მოხდა. რამდენიმე ათას კონტრდემონსტრანტს იქ ათი ადამიანი დახვდა. ავტობუსები წინასწარ მივიყვანეთ და დავიცავით. არც ერთი ადამიანი არ დაზარალებულა, პოლიციელების გარდა. დღეს რომ მეუბნებით, რომ სახელმწიფო არ იცავს მათ, მე ვერ დაგეთანხმებით”, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები