თავდაცვის მინისტრი ნატო-ს გენერალური მდივნის მოადგილის თანაშემწეს შეხვდა

0

თავდაცვის მინისტრმა, ლევან იზორიამ ოპერაციების საკითხებში ნატო-ს გენერალური მდივნის მოადგილის თანაშემწეს, ჯონათან პერიშს უმასპინძლა. მხარეებმა ნატო-საქართველოს ურთიერთობის სტრატეგიული ასპექტები და თანამშრომლობის განვითარების პერსპექტივები განიხილეს. შეხვედრაზე საქართველოში თავდაცვის სფეროში განხორციელებული რეფორმების მნიშვნელობა და ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის იმპლემენტაციის კუთხით მიღწეული პროგრესი ხაზგასმით აღინიშნა.
როგორც “კვირას” თავდაცვის სამინისტროდან აცნობეს, საუბარი შეეხო, ასევე, საქართველოს მონაწილეობას ნატო-ს ეგიდით მიმდინარე საერთაშორისო მისიებში, ჩვენი ქვეყნის მნიშვნელოვან კონტრიბუციას მსოფლიო უსაფრთხოების უზრუნველყოფის პროცესში, რეგიონში არსებულ უსაფრთხოების გამოწვევებს, საქართველოს როლს შავი ზღვის უსაფრთხოების არქიტექტურაში და ნატო-საქართველოს ერთობლივი სწავლებების მნიშვნელობას.
თავდაცვის სამინისტროში გამართულ შეხვედრას თავდაცვის მინისტრის პირველი მოადგილე – ლელა ჩიქოვანი, ნატო-ს სამეკავშირეო ოფისის ხელმძღვანელი – როზარია პუგლისი და ნატო-ს თავდაცვის პოლიტიკისა და დაგეგმვის სამსახურის წარმომადგენელი – გუსტავ ვრომენი დაესწრნენ.

კომენტარები

კომენტარი