დავით ადამია: მე ვარ ქართველი, მაშასადამე წინაპრების ტრადიციების მატარებელი

ყოველმა ჩვენგანმა გულწრფელად უნდა უპასუხოს შეკითხვას: მე ვარ ქართველი და მაშასადამე ვარ ევროპელი, თუ მე ვარ ქართველი, წინაპრებისტრადიციების მატარებელი?, -ამის შესახებ  „პრაიმ ტაიმთან” ინტერვიუში გაერთიანებული გემთმშენებელი კორპორაციის დირექტორთა საბჭოს აპარატის ხელმძღვანელმა, რუსეთში მოღვაწე ქართველმა ბიზნესმენმა, დავით ადამიამ, განაცხადა.

რა არის ის, რასაც ხელისუფლება უნდა აკეთებდეს არსებული პრობლემების გადასაჭრელად? ადამია პასუხობს:

“პროპაგანდით. ადამიანების, განსაკუთრებით კი ახალგაზრდების გულისა და გონებისათვის ბრძოლა ახლა ინტერნეტსა და ტელევიზორებშიაგაჩაღებული, იქ კი თვითქმის ყველგან პროპაგანდაა. საქართველოში ტელევიზორი რომ ჩავრთოთ, რას დავინახავთ? სად არის ქართული კულტურა?სად არის ჩვენი ფასეულობები? ცდილობენ, ისინი დაივიწყონ. ოჯახის, ფესვებისა და ტრადიციების გარეშე დარჩენილ გლობალისტურსაზოგადოებაში ისინი ხომ არავის სჭირდება. ამიტომ, ცხადია, პროპაგანდით უნდა დავიწყოთ, ამ სიტყვის საუკეთესო გაგებით, ცხოვრების ჯანსაღიწესის, ოჯახური ღირებულებების, ნებისმიერი ნაბიჯის საზოგადოებრივი მნიშვნელობის პროპაგანდით. უნდა გვახსოვდეს, რა გვაერთიანებს ყველაქართველს, მიუხედავად იმისა, თუ სად ვცხოვრობთ. ჩვენმა ერმა თავისი ღირსება, ენა, კულტურა და ჯვარი მრავალ საუკუნესა და ომს გამოატარა.წარსულის გარეშე მომავალი ვერ იარსებებს. ჩვენ გავძელით და გადავრჩით, შევინარჩუნეთ საკუთარი ცხოვრების წესი, ტრადიციები და რწმენა.ნებისმიერი მოვლენის შეფასებისას მთავარი საზომი ჩვენი პატრიოტიზმი და სიამაყეა” – აცხადებს დავით ადამია.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები