დავით ადამია: რაც კარგია საქართველოს ხალხისთვის, ის კარგია საქართველოსთვის

საქართველოში უნდა გამოჩნდნენ პოლიტიკოსები, რომლებიც უპირველეს ყოვლისა, ეროვნული და ადამიანური კატეგორიებით იაზროვნებენ: რაც კარგია საქართველოს ხალხისთვის, ის კარგია საქართველოსთვის!, – ამის შესახებ „პრაიმ ტაიმთან” ინტერვიუში გაერთიანებული გემთმშენებელი კორპორაციის დირექტორთა საბჭოს აპარატის ხელმძღვანელმა, რუსეთში მოღვაწე ქართველმა ბიზნესმენმა, დავით ადამიამ, განაცხადა.

მისი თქმით, პოლიტიკა უნდა იყოს ერთი – ქართველი ხალხის ინტერესები პირველ ადგილზე უნდა იდგეს.

„სხვა ყველაფერი ამაოებაა. დარწმუნებული ვარ, საქართველოს შეუძლია და უნდა უჩვენოს კიდეც ევროპას იმის მაგალითი, თუ როგორ უნდა გახდეკონკურენტუნარიანი და თან საკუთარი თვითმყოფადობა, ტრადიციები და რწმენა შეინარჩუნო” – აცხადებს ადამია.

მისი თქმით, დღეს საქართველოს სჭირდება მშვიდობა, კეთილდღეობა, ძლიერი ეკონომიკა და ჭეშმარიტი დემოკრატია, ოღონდ დემოკრატია ამსიტყვის ჩვენეული გაგებით, როგორც ბრძოლა საკუთარი თავისუფლების, ტრადიციებისა და დამოუკიდებლად გადაწყვეტილებების მიღებისუფლებისათვის.

“ხალხს სჭირდება სამუშაო ადგილები, ეკონომიკა. ხალხის კეთილდღეობის დონე უნდა გაიზარდოს, უსაფრთხოება უზრუნველყოფილი უნდა იყოსისევე, როგორც განათლება და ჯანდაცვა, ასევე თვითრეალიზაციის შესაძლებლობა. საქართველო ხურდა ფული არ არის! ჩვენს ხალხს ყურადღებაუნდა მივაქციოთ, თვალებში ჩავხედოთ და გავარკვიოთ, რა უნდა გავაკეთოთ მათთვის.

შეკითხვაზე – რას გამოიწვევს რუსეთსა და საქართველოს შორის ურთიერთობების გამწვავების ახალი რაუნდი, ადამიას აზრით, ეს არაფრისმომტანიადა ობიექტური ახსნაც აქვს.

„ქართველები მეგობრული, სტუმართმოყვარე და გულუხვი ხალხია. ქართველები და რუსები ყოველთვის მზად არიან მეგობრობისათვის. ქართულიდა რუსული კულტურა იმდენად მჭიდროდაა გადაჯაჭვული, რომ ეს ხალხის ცნობიერებაში ათწლეულები იქნება შენახული. დამოუკიდებლობისმოპოვების შემდეგ ჩვენმა საზოგადოებამ და ხალხმა ჯერ კიდევ ვერ გადაწყვიტა, განვითარების რომელი გზა აირჩიოს. სწორედ ეს იწვევს გამუდმებულპოლიტიკურ ციებ-ცხელებას. ამიტომ ხდება, რომ სახელმწიფო ერთი უკიდურესობიდან მეორეში გადადის. სიღარიბე და უმუშევრობაც ამის ბრალია.ყველაფერი ეს საგარეო ფაქტორებს აყოლილი ხელისუფლების გაურკვეველი პოლიტიკის შედეგია. ისინი გრძნობენ, რომ ხელისუფლებაში დროებითარიან და ცდილობენ ის გააკეთონ, რასაც მათგან სხვადასხვა გარე ძალა ითხოვს. ამას სწრაფად, მე ვიტყოდი, ნაჩქარევად აკეთებენ, რაც მოუხეშავადგამოსდით, ქვეყანას კი ეს დანაკარგებად უჯდება. ქვეყანას გააზრებული, 10-15 წელიწადზე გათვლილი სტაბილური საგარეო და საშინაო პოლიტიკასჭირდება. ამისთვის კი ქვეყნის ყველა მოქალაქის მიერ მოწონებული საკუთარი გზა და კურსია აუცლებელი” – აცხადებს ადამია.

 

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები