„მინდა, მხარი დავუჭირო ინგა გრიგოლიას, მიუღებელია ის ზეწოლა, რომელსაც მასზე ახორციელებდნენ – მინდა, მადლობა გადავუხადო ძალზე მწვავე დისკუსიისთვის“

შინაგან საქმეთა მინისტრმა, გიორგი გახარიამ ჟურნალისტების კითხვებს უპასუხა. კითხვა ეხებოდა მიმდინარე აქციის მასშტაბს. მისი თქმით, მისთვის მნიშვნელოვანი  უფრო სხვა საკითხებია. ასევე, გიორგი გახარიამ ჟურნალისტ ინგა გრიგოლიაზე მომხდარ ზეწოლაზეც ისაუბრა.
„პირველ რიგში, ჩვენთვის რა არის მნიშვნელოვანი – ჩემთვის არის მნიშვნელოვანი შემდეგი, რა რაოდენობის ადამიანი, მოქალაქე გვიჭერს ჩვენ მხარეს და ჩვენი ის იძულებული ქმედებები, რომელიც ჩვენ მოგვიწია – რა იყო ამის მიზეზი. მიზეზი იყო სამოქალაქო დაპირსპირების თავიდან არიდება. თქვენ თუ სხვა შეკითხვები არ გაქვთ, მინდა, გამოვთქვა ერთი აზრი, მე მინდა, ერთმნიშვნელოვნად ხაზი გავუსვა და მხარი დავუჭირო ქალბატონ ჟურნალისტ ინგა გრიგოლიას. ჩემთვის უკიდურესად მნიშვნელოვანი იყო მასთან ეთერში მისვლა, ჩემთვის აბსოლუტურად მიუღებელია ის ზეწოლა, ჩვეულებრივი ბულინგი, რომელსაც მასზე ახორციელებდნენ, მე მინდა მას მადლობა გადავუხადო ძალზედ მწვავე დისკუსიისთვის, რომელის დროსაც მე მქონდა საშუალება ჩემი აზრი გამომეთქვა, ზოგჯერ მწვავე კამათშიც”, – განაცხადა გიორგი გახარიამ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები