ნაძალადევის რაიონში გრუნტის დამჭერი კედლების მოწყობა გრძელდება

ნაძალადევის რაიონში გრუნტის დამჭერი კედლების მოწყობა-რეაბილიტაცია გრძელდება. ერთ-ერთი პროექტი გრუზინკის შესახვევის N23-ში მიმდინარეობს, სადაც 50-მეტრიანი საყრდენი კედელი შენდება და ლითონის დამცავი ღობე მონტაჟდება.
ინფრასტრუქტურულ სამუშაოებს ნაძალადევის რაიონის გამგებელი, ირაკლი ხელაძე თბილისის საკრებულოს მაჟორიტარ დეპუტატ მიხეილ ამაშუკელთან ერთად გაეცნო.
„ჩვენს რაიონში განსაკუთრებით მწვავედ დგას მეწყერსაშიში ტერიტორიების პრობლემა. აქედან გამომდინარე, ძალიან ბევრ მისამართზეა აუცილებელი გრუნტის დამჭერი კედლების მოწყობა. მსგავსი პროექტები სოლიდურ თანხას საჭიროებს, შესაბამისად, ყველა მოთხოვნის დაკმაყოფილება ერთდროულად ვერ ხერხდება. ამიტომ, მდგომარეობის სირთულის მიხედვით, ეტაპობრივად ვახორციელებთ საყრდენი კედლების მშენებლობას. ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პროექტი მიმდინარეობს გრუზინსკის შესახვევში, სადაც ინფრასტრუქტურული სამუშაოები ერთ კვირაში დასრულდება“, – განაცხადა ირაკლი ხელაძემ.
გრუზინსკის შესახვევში მიმდინარე სამუშაოების ღირებულება 184 456 ლარია. პროექტს ნაძალადევის რაიონის გამგეობა აფინანსებს.
აღნიშნული მისამართის გარდა, გამგეობის დაკვეთით, მიმდინარე წლის განმავლობაში საყრდენი კედლები კიდევ 12 მისამართზე მოეწყო, რისთვისაც ბიუჯეტიდან 495 100 ლარი გამოიყო.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები