სლავიანსკში შეიარაღებულმა ფორმირებებმა ვერტმფრენი ჩამოაგდეს

დონეცკის ოლქის ქალაქ სლავიანსკში, რომელსაც შეიარაღებული ფორმირებები აკონტროლებენ და მათ წინააღმდეგ უკრაინული ხელისუფლება სამხედრო ოპერაციას აწარმოებს, ვერტმფრენი ჩამოვარდა, – ამის შესახებ “იტარ-ტასი” იუწყება.
შეიარაღებული ფრომირებების წარმომადგენლის განცხადებით, ვერტმფრენი აგურის ქარხანასთან ჩამოვარდა, თუმცა ეს ინფორმაცია უკრაინულ მხარეს ჯერჯერობით ოფიციალურად არ დაუდასტურებია.
3 ივნისს თვითგამოცხადებული დონეცკის სახალხო რესპუბლიკის მხარდამჭერებმა განაცხადეს, რომ მათ მოახერხეს ვერტმფრენ „მი-24“- ის ჩამოგდება სლავიანსკთან, თუმცა უკრაინელმა ძალოვანებმა ეს უარყვეს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები