ლიბიაში „ისლამური სახელმწიფოს“ ლიდერი იმალება

„ისლამური სახელმწიფოს“ ლიდერი, აბუ ბაკრ ალ-ბაგდადი თავს ლიბიას აფარებს.
ამის შესახებ ერაყის ყოფილმა მინისტრმა, ბაკრ ჯაბერ ალ-ზუბეიდიმ განაცხადა – წერს Al-Masdar News.
პოლიტიკოსის თქმით, ალ-ბაგდადი ცენტრალურ ლიბიაში იმალება, რადგან „დაეში“ იქ ახალი „ხალიფატის“ შექმნას ცდილობს.
Al-Masdar News-ს დაზვერვაში წყარომ განუცხადა, რომ ალ-ბაგდადი ერაყში ნამდვილად იმალება – ანბარის პროვინციის ერთ-ერთ სამალავში.
თუმცა, მანამდე მისი ადგილსამყოფელის შესახებ სხვადასხვა ვერსია ვრცელდებოდა, საუბარი იყო, მათ შორის, რომ ის სირიაში, „ისლამურ სახელმწიფოს“ დაქვემდებარებულ ტერიტორიაზე იმყოფება.
აღსანიშნავია, რომ ბოლო წლებში ალ-ბაგდადის ლიკვიდაციის შესახებ ინფორმაცია არაერთხელ გავრცელებულა, თუმცა საბოლოოდ ის არ დასტურდებოდა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები