“ბილაინის” მხარდაჭერით, თავისუფალ უნივერსიტეტში ჰაკათონი ჩატარდა

საერთაშორისო ჯგუფ „ვიონის” წევრის, “ბილაინის” მხარდაჭერით, თავისუფალ უნივერსიტეტში, კახა ბენდუქიძის კამპუსში ჰაკათონი სახელწოდებით „სულ სხვა ჰაკათონი“ ჩატარდა.
როგორც “კვირას” “ბილაინიდან” აცნობეს, „სულ სხვა ჰაკათონის“ ორგანიზატორი ახალგაზრდული გაერთიანება EUhack-ია, რომელიც ტექნოლოგიებთან დაკავშირებულ პროექტებს ხელმძღვანელობს და ახალგაზრდების განვითარების ხელშეწყობაზეა ორიენტირებული. მარათონში, ტრადიციულად, მონაწილეობა ახალგაზრდა ინჟინრებმა, პროგრამირების სპეციალისტებმა, დეველოპერებმა და დიზაინერებმა მიიღეს, რომლებიც ერთი იდეის გარშემო გაერთიანდნენ – შექმნან ინოვაციური პროდუქტი ან განავითარონ უკვე არსებული.
„სულ სხვა ჰაკათონი“ განსხვავებული ფორმატით ჩატარდა და, ნაცვლად 48 საათისა, დაახლოებით, 27 საათს გაგრძელდა. ამ დროის განმავლობაში მონაწილეებმა შეიმუშავეს იდეა, მისი განხორციელების გზა და ჟიურის წინაშე წარადგინეს. ფინალში გადასულ მონაწილე გუნდებს უკვე დაევალათ საკუთარი იდეების განხორციელება, პროტოტიპების შექმნა და პრეზენტაციის სახით წარმოდგენა. ჰაკათონის პირველი ეტაპი 29-30 ივნისს გაიმართა და მასში 180-მდე მონაწილე იყო ჩართული. გამოვლენილი 11 ფინალისტი კი 14 ივლისს წარსდგა ჟიურის წინაშე და 3 საპრიზო ადგილი გაინაწილა: ​პირველი ადგილი მოიპოვა გუნდმა Wave Tech ხელთათმანის შექმნისთვის, რომლის მეშვეობითაც უსინათლო ადამიანს დამოუკიდებლად შეუძლია აკრიფოს შეტყობინება და გააგზავნოს; მეორე ადგილზე გავიდა გუნდი Cash Flow, რომელმაც შექმნა აპლიკაცია და ვებგვერდი საქართველოში ტურისტების რაოდენობის გაზრდისა და მათთვის ინოვაციური მომსახურებების შეთავაზებისთვის და მესამე საპრიზო ადგილი დაიკავა გუნდმა კოკო – აპლიკაცია, რომელიც ონლაინკონსულტაციას სთავაზობს მცენარეების დარგვისა და მოვლის მსურველებს”, – ნათქვამია “ბილაინის” მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები