NBC UNIVERSAL-ი საქართველოში ფილმის გადაღების შესაძლებლობებს სწავლობს

NBC UNIVERSAL-ი საქართველოში ფილმის გადაღების შესაძლებლობებს სწავლობს, – კინოსტუდიის წარმომადგენლებს დღეს საქართველოს პრემიერმინისტრმა, მამუკა ბახტაძემ უმასპინძლა.
შეხვედრაზე საუბარი სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივებსა და იმ შესაძლებლობებს შეეხო, რომლებიც საქართველოში კინოგადაღების მიმართულებით არსებობს. ამ კონტექსტში განხილული იყო პროგრამა – „გადაიღე საქართველოში”, რომლის ფარგლებში NBC UNIVERSAL-თან ხანგრძლივი კომუნიკაციის ისტორია არსებობს.
ჰოლივუდის კინოსტუდიის წარმომადგენლები საქართველოში სტუმრობდნენ რამდენიმე ლოკაციასაც, სადაც სხვადასხვა ფილმისთვის ცალკეული სცენების გადაღების საკითხი შეისწავლეს.
​პრემიერმინისტრმა აღნიშნა, რომ საქართველოს მთავრობა მათ დაინტერესებას მიესალმება და მზად არის, მაქსიმალურად შეუწყოს ხელი გადაღებების პროცესის მაღალ დონეზე წარმართვაში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები