ანაკლია ელექტრონული მუსიკის ფესტივალს 22-25 აგვისტოს უმასპინძლებს

ანაკლიის ელექტრონული მუსიკის ფესტივალი – Anaklia Echowaves წელს ბიუჯეტიდან 2 559 600 ლარით ფინანსდება. თანხა პროექტ „ჩექ ინ ჯორჯიას“ (Check in Georgia) ფარგლებში, საჯარო სამართლის იურიდიული პირის – „შემოქმედებითი საქართველოს“ მიერ გამოიყოფა.
ანაკლია ელექტრონული მუსიკის ფესტივალს 22-25 აგვისტოს უმასპინძლებს.
ფესტივალის სტუმრებს შორის არიან Nina Kraviz, Ben Klock, ROØDHÅD და Adriatique.
Echowaves-ი ანაკლიაში პირველად 2018 წელს ჩატარდა. ოთხდღიანი ფესტივალი სახელმწიფომ, Check in Georgia-ს ფარგლებში, 4 მილიონი ლარით დააფინანსა.
ფესტივალის მიზანი რეგიონის კულტურულ განვითარებაში წვლილის შეტანა და ტურისტულად მიმზიდველი პროექტის შექმნაა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები