ფოთელი ვეტერანებისთვის საქველმოქმედო სამედიცინო აქცია ჩატარდება

ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურისა და ა(ა)იპ “ქართული ოცნება-ჯანმრთელი მომავლის” ორგანიზებით, ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმის ფარგლებში, ფოთში მცხოვრები ომისა და თავდაცვის ძალების ვეტერანებისა და მათი ოჯახის წევრებისათვის 20-21 ივლისს უფასო სამედიცინო გამოკვლევები ჩატარდება.
როგორც “კვირას” ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურიდან აცნობეს, საქველმოქმედო სამედიცინო აქციაში მონაწილეობას შემდეგი კლინიკები მიიღებენ: თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის პირველი საუნივერსიტეტო კლინიკა, სამედიცინო კლინიკა “გასტროენტეროლოგი”, სამედიცინო ცენტრი “ვივამედი”, ისრაელი-საქართველოს ერთობლივი კლინიკა “გიდმედი”, ჟვანიას სახელობის პედიატრიის აკადემიური კლინიკა.
ბენეფიციარების მიღება იწარმოებს 10:00 საათიდან
მისამართი: ფოთი; დავით აღმაშენებლის ქ. N 16; მე-15 საჯარო სკოლის შენობა
ცნობისათვის, ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურსა და ა(ა)იპ “ქართული ოცნება – ჯანმრთელ მომავალს” შორის, ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი, მიმდინარე წლის 25 იანვარს გაფორმდა და 2019 წლის 31 დეკემბრამდე იმოქმედებს. მემორანდუმი მიზნად ისახავს, ვეტერანებისთვის სათანადო ცხოვრების პირობების შექმნის უზრუნველყოფასა და მათი სოციალური და ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუმჯობესების ხელშეწყობას.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები