თბილისში მოძრაობის შეზღუდვასთან დაკავშირებით შსს განცხადებას ავრცელებს

დედაქალაქში მოძრაობის შეზღუდვასთან დაკავშირებით შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტი განცხადებას ავრცელებს.

,,გაცნობებთ, რომ თბილისში, მდინარე მტკვრის მარჯვენა სანაპიროზე საავტომობილო გზის სარეაბილიტაციო სამუშაოებთან დაკავშირებით, მიმდინარე წლის 16 ივლისს, 24:00 საათიდან, მეტეხის ხიდიდან იუსტიციის სახლის მიმართულებით ავტომანქანების გადაადგილება გზის სავალი ნაწილის ერთი ზოლზე ნაწილობრივ შეიზღუდება.

სარემონტო სამუშაოების დროს, გზის აღნიშნულ მონაკვეთებზე საავტომობილო მოძრაობას საპატრულო პოლიციის თანამშრომლები დაარეგულირებენ”, – აღნიშნულია შსს-ს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები