„ოპოლჩენცებმა“ ლუგანსკში სამხედრო ნაწილი დაიკავეს (ვიდეო)

ლუგანსკში სამხედრო ნაწილის შტურმი წუხელ განხორციელდა. ამის შესახებ ინფორმაციას „რია ნოვოსტი“ ავრცელებს. შინაგანი ჯარის სამხედრო მოსამსახურეები სახლებში გაუშვეს. „ოპოლჩენცებმა“ განაცხადეს, რომ მათ სახლში დაბრუნება შეუძლიათ, ხოლო უკრაინის სამხრეთ რეგიონების მცხოვრებლებს, თუ სურთ, ქალაქში დარჩენა შეუძლიათ.
შტურმის შედეგად „ოპოლჩენცებმა“ ხელში ჩაიგდეს ჯავშანმანქანა, იარაღი და აღჭურვილობა. ნაწილის ტერიტორიაზე დამწვარი ჯავშანტრანსპორტიორიც იმყოფება. ბრძოლები ლუგანსკის სამხედრო ნაწილში რამდენიმე საათის განმავლობაში მიმდინარეობდა. სროლების დროს დიდი აფეთქებაც მოხდა და ხანძარი დაიწყო. მინიმუმ ერთი ადამიანი დაიღუპა, ორივე მხრიდან არიან დაღუპულები.
,,ხანგრძლივი წინააღმდეგობის გაწევის დროს მთლიანად განადგურდა საავტომობილო პარკი და სამხედრო შტაბის შენობა, ცეცხლმა სამართალდამცველთა ყაზარმაც დააზიანა. შეგახსენებთ, რომ დამნაშავეებმა ცეცხლი მძიმე შეიარაღებიდან გახსნეს. სამართალდამცველების მხრიდან სამი ადამიანი დაიჭრა. თავდამსხმელებიდან 20 ადამიანია დაჭრილი, 6 კი გარდაიცვალა“, – აღნიშნულია უკრაინის ნაციონალური გვარდიის განცხადებაში.

[youtube url=”https://www.youtube.com/watch?v=sdyywVYZ35M” width=”560″ height=”315″]

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები