ადამიანები, რომელიც ქმნიან თბილისის რეალობას (ფოტოკოლაჟი)

თბილისი – ზრუნვით და სიყვარულით სავსე ქალაქი, რომლის რეალობასაც ყოველდღიური შრომით ქმნიან ადამიანები. სწორედ ეს ადამიანები უნდა გაგაცნოთ,  თბილისისთვის მშრომელი ადამიანები.

ისინი მრავალი წელია მუშაობენ თბილისის მერიის სხვადასხვა სტრუქტურაში და კეთილსინდისიერად ასრულებენ მათზე დაკისრებულ მოვალეობას. მათ არა აქვთ თანამდებობები, შრომობენ შეუმჩნევლად, გვხვდებიან ყველგან- ქუჩებში, დაწესებულებში, საბავშვო ბაღებში, ბიბლიოთეკებში, მუზეუმებში, სკვერებში, სასწრაფო დახმარების ავტომანქანებში… ჩვენ მათ ვესაუბრებით, ვიღებთ რჩევებს, სხვადასხვა სერვისებს, ვიძახებთ რთულ სიტუაციებში, ვანდობთ ჩვენს პატარებს და საკუთარ სიცოცხლეს. და მაინც, ჩვენ მათ არ ვიცნობთ. გაიცანით თბილისზე მზრუნველი ადამიანები, რომლებიც მაჯას უსინჯავენ ქალაქს… მადლობა მათ მრავალწლიანი შრომისთვის! #შრომობენთბილისისთვის

თბილისის მერია ამ ადამიანების ფოტოებს ავრცელებს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები