17 ივლისს ბავშვთა და ახალგაზრდობის ეროვნული ცენტრის „რობოტექნიკის საზაფხულო ბანაკი” საზეიმოდ გაიხსნება

17 ივლისს, 21:00 საათზე, ბავშვთა და ახალგაზრდობის ეროვნული ცენტრის „რობოტექნიკის საზაფხულო ბანაკი” საზეიმოდ გაიხსნება. ბანაკის ოფიციალურ გახსნას სამთავრობო და არასამთავრობო სტრუქტურების წარმომადგენლები დაესწრებიან.

„რობოტექნიკის საზაფხულო ბანაკი” არის ერთ-ერთი პირველი მასშტაბური პროფილური ბანაკი, სადაც ახალგაზრდებს საშუალება ექნებათ პრაქტიკულ-ლაბორატორიული პროექტების განხორციელებით გაიუმჯობესონ კვლევითი უნარები.

ბანაკი არაფორმალური განათლების მეთოდოლოგიით ხორციელდება და საბანაკე პროგრამა დატვირთულია მრავალფეროვანი აქტივობებით, რომლებიც მორგებულია მონაწილეთა ინტერესებსა და ასაკობრივ თავისებურებებზე.

საბანაკე პროგრამის შესაბამისად გაწერილი თეორიული და პრაქტიკული სავარჯიშოები/აქტივობები მონაწილეებს საშუალებას აძლევს აიმაღლონ ცნობიერება რობოტექნიკის მიმართულებით და მიღებული თეორიული ცოდნა გამოიყენონ პრაქტიკაში. გარდა ამისა, საბანაკე პროგრამა დატვირთულია სპორტული და შემოქმედებითი აქტივობებით, რომელთა მომზადების პროცესში სრულად ერთვებიან ბანაკის მონაწილეები.

წელს ბანაკში 1500 – მდე ახალგაზრდა სრულიად უფასოდ დაისვენებს.

ქუთაისი, ავტომმშენებლის ქ.№51. (გიორგი კვინიტაძის სახელობის კადეტთა სამხედრო ლიცეუმი).

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები