დიმიტრი ხუნდაძე: სხვადასხვა მიზნობრივი ჯგუფები საჭირო მედიკამენტებს მიიღებენ ერთ ლარად

0

საპარლამენტო უმრავლესობის დეპუტატი დიმიტრი ხუნდაძე აცხადებს, რომ მთავრობა ჯანდაცვის სფეროში მნიშვნელოვან ცვლილებებს გეგმავს და ერთ-ერთია მედიკამენტებთან დაკავშირებით, პრემიერის დღევანდელი ინიციატივა.

,,საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამამ, რომელიც 2013 წელს ამოქმედდა, უზრუნველყო სამედიცინო სერვისებზე მოსახლელობის მაქსიმალური ხელმისაწვდომობა. 33 ქვეყანა სარგებლობს მსოფლიოში ამ პროგრამით და საქართველო ერთ-ერთი მათგანია. მას შემდეგ რაც ეს პროგრამა ამოქმედდა, პრაქტიკულად ადამიანები ქუჩაში უფულობის გამო აღარ იღუპებიან, თუმცა მედიკამენტებზე ძირითადი დანახარჯები ჯერ კიდევ საკმაოდ მძიმე ტვირთად აწევს მოსახლეობას, განსაკუთრებით მძიმეა ქრონიკული დაავადებების მქონე პენსიონერებისა და შეჭირვებული მოსახლეობისათვის. სწორედ ამ ტვირთის შესამსუბუქებლად 2017 წელს ამოქმედდა მედიკამენტებით უზრუნველყოფის პროგრამა, რომელიც ყველაზე გავრცელებული 6 ქრონიკული დააავადების მქონე პირებისათვის 35 დასახელების მედიკამენტების მნიშვნელოვანი წილის დაფინანსებას გულისხმობდა. პროგრამაში მონაწილეობდა 60 ათასი ადამიანი. ამ დრომდე სოციალურად დაუცველი მოქალაქეები მედიკამენტებს ერთ ლარად, ხოლო შშმ პირები, პენსიორები განსხვავებულ ფასად იღებდნენ. პრემიერის ინიციატივაა, რომ ყველა ეს ჯგუფი მედიკამენტებს მხოლოდ ერთ ლარად შეიძენს, მოიხსნა დიფერენცირება”, – განუცხადა სააგენტო ,,პირველს”დიმიტრი ხუნდაძემ.

მისივე თქმით, მოსახლეობის ჯანმრთელობის უზრუნველყოფა საქართველოს მთავრობის მთავარ პრიორიტეტად რჩება.

,,ჩვენ გავაგრძელებთ მუშაობას, რომ ფინანსურად, რაც შეიძლება ნაკლები ტვირთი ჰქონდეთ განსაკუთრებით იმ მოქალაქეებს, რომლებიც არიან შეჭირვებულები. სხვადასხვა მიზნობრივი ჯგუფები საჭირო მედიკამენტებს ქრონიკული დაავადებების შემთხვევაში მიიღებენ ერთ ლარად. შევეცდებით რომ ეს პროგრამა კიდევ უფრო გაიზარდოს”, – განაცხადა უმრავლესობის დეპუტატმა.

საქართველოს პრემიერ-მინისტრ მამუკა ბახტაძის ინიციატივით, დღეიდან სოციალურად დაუცველ პირებთან ერთად, ყველა ჯგუფს, პენსიონერებს, შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებს და სხვა ჯგუფებს 35 დასახელების მედიკამენტების შეძენა 1 ლარად შეეძლებათ.

ესენია, 6 ქრონიკული დაავადების: გულსისხლძარღვთა, ფარისებრი ჯირკვლის, ფილტვის, დიაბეტის, ეპილეფსიის და პარკინსონის სამკურნალო მედიკამენტები.

კომენტარები

კომენტარი