აკაკი ზოიძე: 35 დასახელების მედიკამენტების შეძენა 1 ლარად, მოსახლეობისთვის დიდი შეღავათი იქნება

პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარის აკაკი ზოიძის განცხადებით, მედიკამენტების ხელმისაწვდომობასთან დაკავშირებით პრემიერ -მინისტრ მამუკა ბახტაძის ახალი ინიციატივა მოსახლეობის მდგომარეობას კიდევ უფრო შეამსუბუქებს.

,,საყოველთაო ჯანდაცვით ბევრ ადამიანს მოეხსნა სიცოცხლის გადამრჩენელი წამლით მომსახურების გადახდის პრობლემა, მაგრამ მედიკამენტების ფასები, ბოლო პერიოდში იზრდებოდა და ამან ძალიან დიდი პრობლემები შეუმქნა განსაკუთრებით ხანდაზმულ პენსიონერებს, სოციალურად დაუცველებს.

პირველი, რაც დაიწყო, ქრონიკული ავადმყოფების მედიკამენტებით უზრუნველყოფის პროგრამა, ორი წლის წინ და ამით დაახლოებით 50 ათასმა სოციალურად დაუცველმა ადამიანმა უკვე ისარგებლა. ახლა ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ეს პროგრამა ფართოვდება. პენსიონერები, შშმ პირები, რომელთაც მანამდე შეღავათიან ფასში შეეძლოთ მიეღოთ ეს 35 მედიკამენტი, ახლა უკვე მიიღებენ სიმბოლურ ფასში, ერთ ლარად. ძალიან დიდი შეღავათი იქნება, განსაკუთრებით პენსიონერებისათვის, რომელთაც ხშირ შემთხვევაში ქრონიკული დაავადებების სამკურნალო პრეპარატების დანახარჯები პენსიის მესამედს და ნახევარს შეადგენს. ველოდებით, რომ გაორმაგდება მომხმარებელთა რაოდენობა და კიდევ უფრო მეტ ადამიანს ექნება შესაძლებლობა რომ ისარგებლოს: არტერიული წნევის, ფარისებრი ჯირკვლის, ფილტვის, პარკისონსონის, ეპილეფსიის სამკურნალო პრეპარატებით – ყველა ის დაავადება, რომლის გულისთვისაც ყოველდღიურად უხდებათ ადამიანებს მედიკამენტების შესყიდვა და ამით საკმაოდ დიდი დანახარჯების გაწევა”, – განუცხადა ,,პირველს” აკაკი ზოიძემ.

მისივე თქმით, მთავრობას მოსახლეობის მდგომარეობის გასაუმჯობესებლად კიდევ სხვა ნაბიჯებიც აქვს დაგეგმილი.

,,ეს საკმაოდ მნიშვნელოვანი ინიციატივაა, მაგრამ ეს არის პირველი ნაბიჯი. კიდევ სხვა ნაბიჯებიც არის დაგეგმილი, რომლითაც არა მხოლოდ მოსახლეობის ამ ჯგუფებს, არამედ სხვებსაც გაუადვილდებათ ხელმისაწვდომობა მედიკამენტებზე და ასევე გაფართოვდება იმ მედიკამენტების ჩამონათვალი, რომელიც იქნება შეღავათიან ფასში ან სიმბოლურ ფასში, ხელმისაწვდომი ყველასთვის“, – განაცხადა აკაკი ზოიძემ.

საქართველოს პრემიერ-მინისტრ მამუკა ბახტაძის ინიციატივით, დღეიდან სოციალურად დაუცველ პირებთან ერთად, ყველა ჯგუფს, პენსიონერებს, შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებს და სხვა ჯგუფებს 35 დასახელების მედიკამენტების შეძენა 1 ლარად შეეძლებათ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები