მამუკა ბახტაძე: სადელიმიტაციო კომისია მუშაობას უახლოეს კვირებში განაახლებს

“სადელიმიტაციო კომისია უახლოეს კვირებში მუშაობას განაახლებს”, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერმინისტრმა, მამუკა ბახტაძემ ჟურნალისტის კითხვის საპასუხოდ განაცხადა, რომელიც დავით გარეჯის ირგვლივ განვითარებულ მოვლენებსა და სადელიმიტაციო კომისიის გამართვას ეხებოდა.
​პრემიერმინისტრის თქმით, მთავრობას აქვს ანგარიში კომისიის შეხვედრისა. მამუკა ბახტაძემ ხაზი გაუსვა, რომ საქართველოს მთავრობა და შესაბამისი უწყებები ყოველდღიურ რეჟიმში კონტაქტზე არიან თავის კოლეგებთან აზერბაიჯანში.
„ორი დღის უკან იყო სამწუხარო ინციდენტი, რომელიც ამოწურულია. მე მსურს, კიდევ ერთხელ ყველას მივმართო, რომ ეს არის ძალიან ფაქიზი საკითხი, ძალიან მგრძნობიარე თითოეული ჩვენგანისთვის და მინდა, ყველას ვთხოვო, რომ მივცეთ საშუალება კომისიასა და შესაბამის უწყებებს, გააგრძელონ მუშაობა ნორმალურ რეჟიმში”, – განაცხადა პრემიერმინისტრმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები