პრემიერმა სპორტის ქომაგებს 2021 წელს „ევრობასკეტის” შესარჩევი ეტაპის ჩატარების ადგილად საქართველოს არჩევა მიულოცა

საქართველოს პრემიერმინისტრმა ქართული სპორტის ქომაგებს 2021 წელს „ევრობასკეტის” შესარჩევი ეტაპის ჩატარების ადგილად საქართველოს არჩევა მიულოცა.
​როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, ეს ქართული კალათბურთისა და, ზოგადად, სპორტისთვის დიდი გამარჯვებაა.
„ბოლო წლების განმავლობაში ჩვენ რამდენიმე ძალიან მნიშვნელოვან საერთაშორისო სპორტულ ღონისძიებას ვუმასპინძლეთ – ახალგაზრდული თამაშები, მსოფლიო ჩემპიონატი ჭადრაკში, ევროპის ჩემპიონატი ძალოსნობაში და 2021 წელს ჩვენ ვუმასპინძლებთ ერთ-ერთ ყველაზე პოპულარულ ჩემპიონატს “ევრობასკეტს” საქართველოში. ეს არის უზარმაზარი წარმატება. სასიხარულოა ის, რომ ჩვენს ნაკრებს არ მოუწევს შესარჩევი ეტაპის გავლა და პირდაპირ მთავარ ჯგუფში მიიღებს მონაწილეობას. ძალიან დიდი კონკურენცია იყო, როგორც იცით. ჩვენ ძალიან კარგად მოვემზადეთ, თითოეული დეტალი იქნა გაანალიზებული და შედეგიც დადგა. მსურს, სრულიად საქართველოს მივულოცო ეს წარმატება და მადლობა გადავუხადო ყველას, ვინც აქტიურად იყო მასში ჩართული”, – განაცხადა მამუკა ბახტაძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები