ბახტაძე IRI-ის კვლევაზე: იქ ისეთი ტიპის ინფორმაციაა, რომელიც უფრო პოლიტიკური ანეკდოტების სიას განეკუთვნება, ვიდრე – სერიოზულს

ტელეკომპანია „რუსთავი 2-ის” მიერ გავრცელებულ IRI-ის ბოლო კვლევას, რომლის მიხედვითაც ოპოზიციას უფრო მეტი ადამიანი უჭერს მხარს, ვიდრე – “ქართულ ოცნებას”, პრემიერმინისტრი მამუკა ბახტაძე არასერიოზულს უწოდებს.
ბახტაძე ვარაუდობს, რომ საველე სამუშაოების მწარმოებელი კომპანია არ აწარმოებს მას იმ კრიტერიუმების დაცვით, როგორიც საჭიროა ასეთი კვლევებისთვის.
„კვლევა, როგორც ვიცი, ოფიციალურიც კი არ არის. იქ სხვა ტიპის ინფორმაციაც იყო პოლიტიკოსების შესახებ. მე გამიჭირდება, ამას სერიოზულად ვუპასუხო. იქ ისეთი ტიპის ინფორმაციაა, რომელიც უფრო, ალბათ, პოლიტიკური ანეკდოტების სიას განეკუთვნება, ვიდრე – სერიოზულ საკითხს. რა თქმა უნდა, ნებისმიერი კვლევა არის მნიშვნელოვანი ნებისმიერი პოლიტიკური პარტიისთვის, თუმცა მე ვფიქრობ, საველე სამუშაოს ვინც აწარმოებს, ის არ აწარმოებს მას იმ კრიტერიუმების დაცვით, როგორც ეს უნდა ხდებოდეს“, – განაცხადა მამუკა ბახტაძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები