კახიანის კომიტეტმა ქუცნაშვილისთვის სადეპუტატო უფლებამოსილების ვადაზე ადრე შეწყვეტის საკითხს მხარი დაუჭირა

პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტმა ზაქარია ქუცნაშვილისთვის სადეპუტატო უფლებამოსილების ვადაზე ადრე შეწყვეტის საკითხს ერთხმად მხარი დაუჭირა.
როგორც კომიტეტის თავმჯდომარემ, გიორგი კახიანმა განაცხადა, ქუცნაშვილისთვის უფლებამოსილების შეწყვეტის საკითხი უახლოეს რიგგარეშე პლენარულ სხდომაზე პირველ საკითხად გავა და საკანონმდებლო ორგანო შესაბამის გადაწყვეტილებას დადგენილებით მიიღებს.
შეგახსენებთ, რომ, 20 ივნისის მოვლენების შემდეგ, ქუცნაშვილმა პარლამენტის თავმჯდომარეს სადეპუტატო უფლებამოსილების ვადაზე ადრე შეწყვეტა თავად მოითხოვა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები