პუტინი: უკრაინის სამხრეთში რუსი სამხედროები არ არიან

რუსეთს არასოდეს უცდია უკრაინაში დესტაბილიზაციის შეტანა, არავითარი რუსი სამხედროები ამ ქვეყანაში არ არიან, – აცხადებს რუსეთის პრეზიდენტი ფრანგული ტელეკომპანია TF1 ჟურნალისტთან საუბრისას. კითხვაზე, აპირებდა თუ არა რუსეთი უკრაინის მიერთებას ან სიტუაციის დესტაბილიზაციას ამ ქვეყანაში, პუტინმა განაცხადა: ,,არა, ამით ჩვენ არასოდეს არ ვყოფილვართ დაკავებული და არც არასოდეს ვიქნებით“.
რუსეთის პრეზიდენტის სიტყვებით, უკრაინის მთავრობამ ,,უნდა შეძლოს დიალოგი თავის ხალხთან, არა ტანკებით და თვითმფრინავებით, არამედ მოლაპარაკებებით“.
,,ხალხს, სადაც არ უნდა ცხოვრობდეს იგი, აქვს უფლება, და ეს უფლება დაცული უნდა იყოს“,- ხაზი გაუსვა პუტინმა ფრანგ ჟურნალისტთან საუბრისას.
აპრილის შუა რიცხვებიდან კიევის ხელისუფლება უკრაინის სამხრეთში სპეცოპერაციას ატარებს საპროტესტო აქციების ჩახშობასთან დაკავშირებით, რომელიც ხელისუფლების ცვლას მოჰყვა და რომელიც ქვეყანაში 22 თებერვალს, კიევის ცენტრში შეტაკებებისას მოხდა. ამ ყველაფერს სახელმწიფო გადატრიალების ნიშნები ჰქონდა. აქტიური სამხედრო ქმედებები დროებით 25 მაისს, საპრეზიდენტო არჩევნების დროს, შეჩერდა, თუმცა მეორე დღეს კვლავ განახლდა.
მოსკოვში ამ სპეცოპერაციას, რომელსაც ათობით მსხვერპლი მოჰყვა, დამსჯელი ოპერაცია უწოდეს. 3 ივნისს რუსეთმა გაეროს უშიშროების საბჭოს რეზოლუციის პროექტი წარუდგინა, რომელიც უკრაინის სამხრეთში ძალადობის შეწყვეტას და მშვიდობიან მოსახლეობას რაიონის დატოვებისკენ მოუწოდებს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები