კარლო კოპალიანი: 26 მაისისა და მერაბიშვილის შედარება 20 ივნისსა და გახარიასთან არის სულ მხირე, უზნეობა

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, კარლო კოპალიანი გადაცემა „რეაქციაში” შს მინისტრის გუშინდელ ინტერვიუს სოციალურ ქსელში ეხმაურება. როგორც მან “ფეისბუქის” პირად გვერდზე დაწერა, გახარიამ ქვეყანა ქაოსსა და დიდ უბედურებას გადაარჩინა.
„ეს ჟურნალისტიკა არ არის და ი. გრიგოლიას ჟურნალისტობაც კითხვის ნიშნის ქვეშ დგება!!!
მინისტრ გახარიასთან ეთერის დროს 26 მაისისა და მერაბიშვილის შედარება 20 ივნისსა და გახარიასთან უზნეობაა სულ მცირე!!!
ეს შეურაცხყოფაა იმ ადამიანებისა,რომლებიც იქ ვიდექით და უშუალო მონაწილე ვიყავით 26 მაისის ფაშისტური ანგარიშსწორების საკუთარი ხალხის მიმართ, ვინც აბსოლუტური მშვიდობიანი ფორმით გამოვხატავდით პროტესტს!
ალყაში მოგვაქციეს, გადაგვიარეს, ხალხი დახოცეს, 1500 კაცი დააპატიმრეს და ხელბორკილებიან ხალხს უმოწყალოდ გაუსწორდნენ!!!! გახარიამ პარლამენტზე განხორციელებული შტურმი აღკვეთა, სახელმწიფო გადატრიალება აღკვეთა, სამოქალაქო სისხლისღვრა არ დაუშვა, ქვეყანა ქაოსსა და დიდ უბედურებას გადაარჩინა!!!!
​გრიგოლიას ვეკითხები, პარალელის შემთხვევაში იქნებ გვიპასუხოს ჩვენ, რომ 26 მაისს პარლამენტზე რაიმე სახის ძალადობა გამოგვეჩინა და შიგნით შესვლა მოგვეწადინებინა, რა მოხდებოდა????!!! ვინმე ცოცხალი გადავრჩებოდით???? ამიტომ დიდი უზნეობაა და 26 მაისის გამართლებაა ასეთი პარალელის გავლება!!!”, – წერს კარლო კოპალიანი სოციალურ ქსელში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები