დონბასში ანტიტერორისტული ოპერაციის დროს 500-ზე მეტი ტერორისტი გაანადგურეს
გუშინ დონბასში, ანტიტერორისტული ოპერაციის შედეგად, უკრაინელმა ძალოვნებმა 500-ზე მეტი ტერორისტი გაანადგურეს. სპეცოპერაციის შედეგად ათასზე მეტი ტერორისტი დაიჭრა. ამის შესახებ უკრაინული მედია იუწყება.
ანტიტერორისტული ოპერაციის დროს სამი უკრაინელი ძალოვანი დაიღუპა, 50 კი დაიჭრა.უკრაინის პრეზიდენტობის მოვალეობის შემსრულებლის ალექსანდრე ტურჩინოვის განცხადებით, რამდენიმე ასეული ტერორისტის განადგურება უახლოეს მომავალში იმის პერსპექტივას ქმნის, რომ ცენტრალური დონბასი მთლიანად გაიწმინდება ტერორისტებისგან. ამასთან, დონბასში ტერორისტების წინააღმდეგ სპეცოპერაცია გუშინ მთელი დღის განმავლობაში გაგრძელდა.