ბარაკ ობამა და პეტრო პოროშენკო ერთმანეთს შეხვდნენ

აშშ-ის პრეზიდენტი ბარაკ ობამა პირველად შეხვდა უკრაინის ახლად არჩეულ პრეზიდენტს პეტრო პოროშენკოს, – ამის შესახებ CBCNews-ის ჟურნალისტმა მარკ ნოლერმა ტვიტერის გვერდზე დაწერა. შეხვედრა ვარშავაში ყირიმის თათრული ხალხის ლიდერის მუსტაფა ჯემილევის სოლიდარობის დაჯილდოების ცერემონიალზე მოხდა.
“პრეზიდენტო ობამა ლიტვის პრეზიდენტის დალეი გრიბაუსკაიტეს გვერდზე ზის, მის მარჯვნივ კი ოთხი ლიდერი, მათ შორის უკრაინის პრეზიდენტი პეტრო პოროშენკოა”,- წერს ჟურნალისტი.
ორმხრივი შეხვედრა ორ სახელმწიფო ლიდერს შორის 4 ივნისს ვარშავაში გაიმართება.
შეგახსენებთ, რომ პრეზიდენტმა ობამამ რუსეთის პრეზიდენტს და პეტრო პოროშენკოს მოუწოდა, ერთმანეთს შეხვდნენ და უკრაინის კონფლიქტი განიხილონ.
“პუტინს აქვს არჩევანი, გაიყვანოს უკრაინის საზღვრებიდან ჯარი და გამოიყენოს გავლენა სეპარატისტებზე უკრაინის აღმოსავლეთით. ასევე აღიაროს უკრაინაში საპრეზიდენტო არჩევნები და შეხვდეს ახლად არჩეულ პრეზიდენტს პეტრო პოროშენკოს, რომ უკრაინის კონფლიქტი განიხილონ. მე მას ამას ვეტყოდი, რომ ისინი ერთმანეთს უნდა შეხვდნენ და იმედი მაქვს, ჩემი კოლეგები დევიდ ქემერონი და ფრანსუა ოლანდი მას იგივეს ეტყვიან საფრანგეთში შეხვედრის დროს”,- განაცხადა ობამამ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები