“სწორი არ არის საკითხის ისე დასმა, თითქოს, საქართველოს მთავრობა ისტორიულ ფაქტებთან დაკავშირებით ვლადიმერ პუტინის განცხადებას მიესალმა”
„საქართველოს დამოუკიდებელი ქვეყანაა, რომლის საზღვრებიც აღიარებულია საერთაშორისო სამართლის პრინციპებზე დაფუძნებით და ვინმეს მხრიდან ისტორიულ ფაქტებზე მსჯელობა ვერ გახდება საფუძველი ჩვენი საზღვრების გადასინჯვის ან ამ საკითხზე კიდევ რამე სხვა პოზიციის“, – ამის შესახებ პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის ხელმძღვანელმა, ანრი ოხანაშვილმა რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის განცხადების შეფასებისას განაცხადა.
მისი თქმით, სწორი არ არის საკითხის ისე დასმა, თითქოს, საქართველოს მთავრობა ისტორიულ ფაქტებთან დაკავშირებით ვლადიმერ პუტინის განცხადებას მიესალმა.
„არ არის ეს სწორად დასმა საკითხისა, თითქოს, საქართველოს მთავრობა მიესალმა იმას, რაც ისტორიულ ფაქტებთან დაკავშირებით გააჟღერა ამ ადამიანმა. ჩვენი ქვეყანა არის დამოუკიდებელი, რომლის საზღვრებიც აღიარებულია საერთაშორისო სამართლის პრინციპებზე დაფუძნებით და ვინმეს მხრიდან ისტორიულ ფაქტებზე მსჯელობა ვერ გახდება საფუძველი ჩვენი საზღვრების გადასინჯვის ან ამ საკითხზე კიდევ რამე სხვა პოზიციის. შესაბამისად, ეს საკითხი დახურულია“, – ამბობს ოხანაშვილი.