დავით ზალკალიანი: ჩვენთვის ასოცირება არ არის საკმარისი, ჩვენ კიდევ უფრო მეტი გვინდა

“ჩვენთვის ასოცირება არ არის საკმარისი, ჩვენ კიდევ უფრო მეტი გვინდა, გვინდა უფრო აქტიური სვლა ევროკავშირის წევრობისკენ”, – ამის შესახებ საგარეო საქმეთა მინისტრმა, დავით ზალკალიანმა განაცხადა.
როგორც საგარეო საქმეთა მინისტრმა აღნიშნა, 10 წლის განმავლობაში საქართველომ „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ ფორმატის გათვალისწინებით მნიშვნელოვანი ტრანსფორმაცია განიცადა.
„მართლაც უაღრესად მნიშვნელოვანი, ხელშესახები შედეგები დავდეთ ქვეყანამ. ჩვენ გვაქვს ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმება, ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობა, ევროკავშირთან თავისუფალი სავიზო მიმოსვლა და გადაადგილება, ვართ ევროკავშირის ენერგეტიკულ თანამეგობრობაში გაერთიანებული.
ევროკავშირმა სპეციალურად საქართველოსთვის შექმნა განსხვავებული, ახალი ფორმატები, უსაფრთხოების დიალოგი, უმაღლესი დონის თანამშრომლობის ფორმატი ევროკავშირის კომისიასა და საქართველოს მთავრობას შორის, რომელიც 2018 წლის 21 ნოემბერს ჩატარდა ბრიუსელში. გვაქვს საგზაო რუკა, რომელიც არის ჩვენი საშინაო სამოქმედო დოკუმენტი. ეს არის ამბიციური განაცხადი, რომ ჩვენთვის ასოცირება არ არის საკმარისი, ჩვენ კიდევ უფრო მეტი გვინდა, გვინდა უფრო აქტიური სვლა ევროკავშირის წევრობისკენ“, – აღნიშნა დავით ზალკალიანმა.
შეგახსენებთ, რომ 11-12 ივლისს ბათუმში საერთაშორისო კონფერენცია გაიმართება, რომელიც „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ 10 წლისთავს ეძღვნება.

მისი თქმით, კონფერენცია, რომელიც აღმოსავლეთ პარტნიორობის დაფუძნებიდან მე-10 წლისთავს ეძღვნება, მონაწილეებს განვლილი წლების განმავლობაში მიღწეული შედეგების გაანალიზების, ასევე, სამომავლო გეგმების დასახვის შესაძლებლობას სთავაზობს. ზალკალიანი აღნიშნავს, რომ „აღმოსავლეთ პარტნიორობის ინიციატივამ აღმოსავლეთ ევროპას ახალი შესაძლებლობები შეუქმნა, ამასთან, თითოეულმა პარტნიორმა ამ ინიციატივიდან თავისი სარგებელი მიიღო.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები