“განსაკუთრებული მომენტია ჩემს ცხოვრებაში, ბედნიერი ვარ ჩემი დებიუტით “ლივერპულში” – გიორგი მამარდაშვილი
“განსაკუთრებული მომენტია ჩემს ცხოვრებაში, ბედნიერი ვარ ჩემი დებიუტით “ლივერპულში”, – ამის შესახებ საქართველოს ეროვნული ნაკრების მეკარე, გიორგი მამარდაშვილი სოციალურ ქსელში წერს.
“ამაყი ვარ, რომ გავხდი პირველი ქართველი ფეხბურთელი, რომელმაც ითამაშა ამ ლეგენდარულ კლუბში.
ვიცი, რამდენს ნიშნავს ეს ჩემი ოჯახისა და მთელი საქართველოსთვის.
გმადლობთ მხარდაჭერისთვის, ეს მხოლოდ დასაწყისია”, – წერს მამარდაშვილი.