53 წლის მასწავლებელი სახლში გველებს ინახავდა

   კალიფორნიის შტატში, ქალაქ სანტა ანას მაცხოვრებლის, 53 წლის უილიამ ბუშმანის საცხოვრებელ სახლში 400 მკვდარი, მათ შორის დიდი ხნის გახრწნილი გველი აღმოაჩინეს. მეზობლები სახლიდან გამოსულ საშინელ სუნს უჩიოდნენ და ვითარებაში გასარკვევად ცხოველთა მომსახურების დეპარტამენტის გამომძიებლები იხმეს. მათ ასევე განაცხადეს, რომ მას შემდეგ, რაც ერთი წლის დედა გარდაეცვალა, მამაკაცმა უცნაური ცხოვრების წესით დაიწყო ცხოვრება. ადგილზე მისულმა სპეციალისტებმა ორსართულიანი სახლი დაათვალიერეს და უამრავი გველი – ზოგი მკვდარი, ზოგიც ნახევრად გახრწნილი იპოვეს. ადგილს თაგვები და ვირთაგვები შესეოდნენ. ოთახი სავსე იყო პლასტმასის ქილებში მოთავსებული 50-მდე პითონით. მამაკაცი ცხოველების მიმართ სასტიკი მოპყრობის ბრალდებით დააკავეს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები