თამარ ჩუგოშვილი : შტურმის ძალადობრივი კადრები ვერ გაქრება, როგორც არ უნდა უნდოდეთ მათი გაქრობა

შტურმის ძალადობრივი კადრები ვერ გაქრება, როგორც არ უნდა უნდოდეთ მათი გაქრობა – ისინი ისტორიასაც შემორჩება და პოლიტიკური შეფასებაც მიეცემა, – ამის შესახებ პარლამენტის ვიცესპიკერმა, თამარ ჩუგოშვილმა, ტელეკომპანია ,,იმედის” ეთერში განაცხადა.

პარლამენტარი მოვლენების პოლიტიკური შეფასების აუილებლობას უსვამს ხაზს.

,,ეს ძალადობრივი კადრები ვერ გაქრება როგორც არ უნდა უნდოდეთ მათი გაქრობა – ისინი გამოძიებასაც შემორჩება, ისტორიასაც შემორჩება და პოლიტიკური შეფასებაც მიეცემა. ამ ქვეყანაში ბოლოს და ბოლოს უნდა გავიგოთ, რომ ცვლილებების ერთადერთი და ლეგიტიმური გზა არჩევნებია _ სხვა გზები ამისთვის არ არსებობს. სხვა გზები ამ ქვეყანას აქცევს და ანგრევს, თუმცა ამის მიუხედავად „ნაციონალური მოძრაობა“ სხვა გზას ვერ ხედავს ხელისუფლებაში დასაბრუნებლად, ამის გამო ისინი ამ ყველაფერზე მიდიან. ‘’ – განაცხადა ჩუგოშვილმა.

ჩუგოშვილი ხაზს უსვამს, რომ მომხდარზე პოლიტიკური პასუხისმგებლობა უნდა აიღოს იმ გუნდმა, რომელმაც მშვიდობიანი პროცესი ძალადობრივ შტურმში და პარლამენტში შევარდნის მცდელობაში გადაზარდა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები