ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის ფარგლებში, 100 წლის პარლამენტარიზმისადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართა

ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის ფარგლებში, სოფიო ქაცარავას ინიციატივით, 100 წლის პარლამენტარიზმისადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართა, რომლის მომხსნებლებიც იყვნენ საქართველოს დელეგაციის ხელმძღვანელი სოფიო ქაცარავა, ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი გიგი წერეთელი, გერმანიის დელეგაციის ხელმძღვანელი დორის ბარნეტი და დიდი ბრიტანეთის დელეგაციის ხელმძღვანელი მარკ პრიჩარდი.

ღონისძიებაზე გაიმართა ფოტოგამოფენა, 100 წლის პარლამენტარიზმის ფილმის ჩვენება და ქართული ღვინის დეგუსტაცია.

“ამ ფორმატს ყოველთვის ვიყენებთ საქართველოს პოპულარიზაციისთვის, ამჯერად ჩავატარეთ100 წლის პარლამენტარიზმის ღონისძიება, რომელზეც იყო ძალიან დიდი ინტერესი, სადაც ვისაუბრე ქვეყნის დემოკრატიული ღირებულებების შესახებ. საქართველოს პოპულარიზაციის მიზნით მოვაწყვეთ ფილმის ჩვენება და ღვინის დეგუსტაცია.”-სოფიო ქაცარავა.

“საქართველოში არის ძლიერი და მყარი დემოკრატია, თავისუფალი და სამართლიანი არჩევნები, გამოხატვის თავისუფლება და გამართული საპარლამენტო სისტემა”- დორის ბარნეტი, ბუნდესტაგის წევრი.

“საქართველო მრავაალფეროვანი და საინტერესო ქვეყანაა თავისი ისტორიითა და უძველესი ღვინის კულტურით, ესტუმრეთ საქართველოს, ვინც არ ყოფილხართ ჯერ”.

​ღონისძიებას ესწრებოდნენ ამერიკის, ავსტრიის, გერმანიის, დიდი ბრიტანეთის, უკრაინის, სლოვაკეთის, ჩეხეთის, სერბეთის, აზერბაიჯანის და სხვაქვეყნების პარლამენტარები.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები