პუშკინის სკვერში „ევროპული საქართველოს“, „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერები და მათი მხარდამჭერები იკრიბებიან

თბილისში, პუშკინის სკვერში „ევროპული საქართველოსა“ და „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერები და მათი მხარდამჭერები იკრიბებიან.

ადგილზე შეკრებილები მოგვიანებით აქციის მონაწილეებს შეუერთდებიან და მსვლელობით „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის ბიზნესცენტრისკენ გეგმავენ წასვლას.

„ჩვენ ვუერთდებით საერთო სახალხო მოთხოვნას. მე მგონი ყველა დავიღალეთ იმით, რაც ქვეყანაში ხდება და არ მიგვაჩნია, რომ სტანდარტი უნდა იყოს ხალხის სისხლის ღვრაა თვალების დათხრა ქვეყანაში. მოთხოვნა არის ძალიან მარტივი, ვინც ამაზე პასუხისმგებელია უნდა გადადგეს, ეს არის აბსოლუტურად რაციონალური მოთხოვნა. ახლა რაც არ უნდა ეცადნონ გადატრიალების სცენარების ხატვას, ესეც უკვე არ ახალია და ხალხისთვის ნაცნობია. ჩვენ ვუერთდებით საერთო სახალხო მსვლელობას“, – განაცხადა გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენელმა, გიორგი ვაშაძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები