თინა ხიდაშელი: რიგითი აქციის მონაწილეების დასჯა მაშინ, როცა შსს-ს საკუთარი „რიგითები“ არ ჰყავს დასჯილი, უსამართლობის განცდას აჩენს

ფაქტი, რომ ხელისუფლება უკნიდან იწყებს საგამოძიებო პროცესს, უკვე არასწორია და კიდევ უფრო აღრმავებს საზოგადოებაში უნდობლობას, რომელიც ისედაც არსებობს,- ამის შესახებ თავდაცვის ყოფილმა მინისტრმა თინა ხიდაშელმა „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „360 გრადუსი“ განაცხადა.

მისი თქმით, რიგითი აქციის მონაწილეების დასჯა მაშინ, როცა შსს-ს საკუთარი „რიგითები“ არ ჰყავს დასჯილი, უსამართლობის განცდას აჩენს.

„ხელისუფლება ვალდებულია, ანა-ბანაა სახელმწიფო ცხოვრების, რომ პირველ რიგში პასუხისმგებლობა ეკისრება ხელისუფლებას და ამის შემდეგ ვიწყებთ პასუხისმგებლობის სხვა მხარეს ძიებას. იმისთვის, რომ ადამიანებს არ ჰქონდეთ უსამართლობის განცდა და მოლოდინი, რომ თუ იქ ხარ, მაშინ არაფერზე პასუხი არ მოგეთხოვება. რაც არ უნდა გააკეთოს დღეს შსს-მ და პროკურატურამ , თუკი ამ მოქმედებების ჯაჭვში სათავეში არ დგას სახელისუფლებო ძალადობაზე პასუხისმგებელი პირების დასჯა, ყველაფერი ხდება არალეგიტიმური საზოგადოების თვალში“,-აცხადებს თინა ხიდაშელი.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები