ნოდარ თათვიძე ახალგაზრდულ საკითხებთან დაკავშირებით პრემიერმინისტრს ეხმაურება

საქართველოს სტუდენტთა უფლებების ლიგის დამფუძნებელი, ნოდარ თათვიძე პრემიერმინისტრს მიმართავს გავრცელებულ განცხადებასთან დაკავშირებით, რომელიც ეხება ახალგაზრდული საბჭოს შექმნას. ის მიესალმება მამუკა ბახტაძის გადაწყვეტილებას ახალგაზრდულ საბჭოსთან დაკავშირებით და ღიად უცხადებს მხადაჭერას აღნიშნულ საკითხში.
საქართველოს სტუდენტთა უფლებების ლიგის დამფუძნებელი აღნიშნავს იმასაც, რომ პრემიერმა ახალგაზრდული საბჭოს შექმნის დროს აუცილებლად უნდა გაითვალისწინოს ის საკითხები, რომ საქართველოში ძალიან ბევრი ნიჭიერი და აქტიური ახალგაზრდაა, რომლებსაც დროთა განმავლობაში არ მიეცათ პოლიტიკური განვითარების საშუალება და აუცილებელია ამ ახალგაზრდების გაერთიანება იმ ახალგაზრდებთან ერთად, რომლებიც დღეს პოლიტიკურად წარმატებულები არიან. ნოდარ თათვიძე, ასევე, აღნიშნავს, რომ საქართველოს სტუდენტთა უფლებების ლიგას 2011 წლიდან ხელმძღვანელობს. ორგანიზაციამ 4000-ზე მეტი წევრი და 700-ზე მეტი საპატიო მეგობარი გააერთიანა (მსახიობები, ჟურნალისტები, პოლიტიკოსები, ახალგაზრდები და სხვა). საქართველოს სტუდენტთა უფლებების ლიგას ბევრ ნიჭიერ ახალგაზრდასთან ერთად სხვადასხვა ახალგაზრდულ საკითხზე  არაერთი კარგი პროექტი აქვს განხორციელებული. შესაბამისად, საქართველოს სტუდენტთა უფლებების ლიგის დამფუძნებელმა  ბევრი ნიჭიერი ახალგაზრდა აღმოაჩინა მთელი ამ დროის განმავლობაში და სწორედ ამ მიზეზის გამო საუბრობს აღნიშნულ თემასთან დაკავშირებით, რომ ხელი არ შეეწყო ნიჭიერ ახალგაზრდებს. ასევე აღნიშნავს იმასაც, რომ დღეს ახალგაზრდულ ცხოვრებას სჭირდება უფრო მეტად განვითარება და გაჯანსაღება. ნებისმიერი ხელისუფლებისთვის ახალგაზრდული ცხოვრების განვითარება უნდა იყოს მთავარი მიზანი. ნოდარ თათვიძე სწორედ ამის გამო მიესალმება პრემიერმინისტრის ინიციატივას და უცხადებს სრულ თანადგომას.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს სტუდენტთა უფლებების ლიგა ნოდარ თათვიძემ 2011 წელს ჩამოაყალიბა და მთელი ამ დროის განმავლობაში აქტიურად ხელმძღვანელობს. მისი პრეზიდენტობის პერიოდში არაერთი სასიკეთო პროექტი განხორციელებულა. ნოდარი დღეს საჯარო მმართველობის დოქტორანტია და დღესაც აქტიურად განაგრძობს ახალგაზრდებთან ურთიერთობას. საქართველოს სტუდენტთა უფლებების ლიგა დღესდღეობით მთელი საქართველოს მაშტაბით აერთიანებს 4000-ზე მეტ წევრსა და 700-ზე მეტ საპატიო მეგობარს.

R

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები