საქართველოს მელიორაციაში განსახორციელებელი პროექტების ტექნიკურ ზედამხედველობას დამოუკიდებელი საექსპერტო კომპანიები განახორციელებენ

საქართველოს მელიორაციაში განსახორციელებელი პროექტების ტექნიკურ ზედამხედველობას დამოუკიდებელი საექსპერტო კომპანიები განახორციელებენ. ამის შესახებ შპს „საქართველოს მელიორაციის“ ცენტრალურ ოფისში გამართულ შეხვედრაზე გახდა ცნობილი, სადაც აკრედიტებული საექსპერტო კომპანიების წარმომადგენლები იყვნენ მოწვეულები.
როგორც “კვირას” გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროდან აცნობეს, ქვეყნის სარწყავ და სადრენაჟე სისტემებზე მასშტაბური სამშენებლო და სარეაბილიტაციო სამუშაოები ხორციელდება, ამიტომ მიმდინარე და შესრულებული სამუშაოების ეფექტური კონტროლის მექანიზმების დანერგვა დღის წესრიგში დადგა, რაც შპს „საქართველოს მელიორაციას“ საშუალებას მისცემს, ოპერატიულად, ეფექტურად და ობიექტურად განახორციელოს მშენებლობის ზედამხედველობა. ხოლო საჭიროების შემთხვევაში მოახდინოს მყისიერი რეაგირება და განახორციელოს შესაბამისი ცვლილებები.
უწყების ცნობით, საექსპერტო კომპანიებთან გამართული დისკუსიისა და აზრთა გაცვლის შემდგომ გამოიკვეთა რიგი საკითხები ტექნიკური პირობების, კომპანიების ფუნქციებისა და უფლება-მოვალეობების შესახებ, რომლის დეტალური შესწავლის შემდეგ ზედამხედველობის შესყიდვის ორ საპილოტე პროექტზე ტენდერი უახლოეს მომავალში გამოცხადდება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები