“მისი შემოქმედება ეკუთვნის ერს” – აქციაზე ირაკლი ჩარკვიანის სიმღერები რამდენჯერმე შეასრულეს

პარლამენტთან მიმდინარე ანტისაოკუპაციო აქციაზე ირაკლი ჩარკვიანის სიმღერები რამდენჯერმე შეასრულეს.

“ირაკლი ჩარკვიანის შემოქმედება, მეფის შემოქმედება ეკუთვნის ერს, ის ჩვენია, სწორედ მის სიტყვებზე გავიზარდეთ, მგონია, სწორედ მისი დამსახურებაა, რომ ვართ ისეთები, როგორებიც ვართ, რომ ვახერხებთ იმას, რასაც ვახერხებთ” – თქვა ანი სუბელიანმა და ირაკლი ჩარკვიანის “ნაიარევს” იმღერა, რომელიც 20 ივნისის ღამეს დაშავებულებს მიუძღვნა.

გარდა ამისა, ზურა ჯავახიამ და აქციის მონაწილეებმა ერთად შეასრულეს ირაკლი ჩარკვიანის სიმღერა “სულს”.

შეგახსენებთ, რომ მომღერალმა ქეთათო ჩარკვიანმა აქცია “სირცხვილია” ირაკლი ჩარკვიანის სიმღერების გამოყენების გამო გააკრიტიკა. მისი თქმით, “როდესაც ოკუპაციას, უსამართლობას აპროტესტებ, შენ თვითონ სხვისი საკუთრების, ინტელექტუალური საკუთრების მაჯლაჯუნა მიმტაცებელად არ უნდა მოგვევლინო”.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები