სალომე ზურაბიშვილი ამერიკის შეერთებულ შტატებს დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს
საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი ამერიკის შეერთებულ შტატებს დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს. შესაბამის ტექსტს საქართველოს პრეზიდენტი “ტვიტერში” ავრცელებს. „დღეს ამერიკის შეერთებული შტატები აღნიშნავს 4 ივლისს, დამოუკიდებლობის დღეს. საქართველო და აშშ იზიარებენ გლობალური მშვიდობისა და კეთილდღეობის საერთო ხედვას და ტოლერანტობისა და სტუმართმოყვარეობის ადამიანურ ღირებულებებს. ჩვენს ამერიკელ მეგობრებსა და მოკავშირეებს გილოცავთ დამოუკიდებლობის დღეს“, – წერს სალომე ზურაბიშვილი.