არჩილ გორდულაძე – ოპოზიცია 13 სექტემბერს აქციას აანონსებს, ღმერთი არ გაუწყრეთ და არეულობა არ მოინდომონ

„ოპოზიცია 13 სექტემბერს საპროტესტო აქციას აანონსებს, ღმერთი არ გაუწყრეთ და რაიმე არეულობა, კანონის დარღვევა არ მოინდომონ,“ – ამის შესახებ პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე არჩილ გორდულაძე აცხადებს.

მისივე თქმით, ოპოზიციის პოლიტიკური საქმიანობა მხოლოდ გარედან მიღებული დავალების შესრულებას უკავშირდება.

„ოპოზიციის პოლიტიკური საქმიანობა მხოლოდ გარედან მიღებული დავალების შესრულებას უკავშირდება. რაც წინა კვირაში ითქვა, ახდა – 13 სექტემბერს საპროტესტო აქციას აანონსებენ. ღმერთი არ გაუწყრეთ და რაიმე არეულობა, კანონის დარღვევა არ მოინდომონ. ვისაც რისი გაპროტესტება უნდა, კანონისა და კონსტიტუციის ჩარჩოში გააპროტესტონ. სხვა შემთხვევაში, კანონი და სამართალდამცავი ორგანოები არსებობენ. არავის ექნება საშუალება, რომ არეულობა შემოიტანონ და თბილისში მაიდანი გაიმეოროს. ქართველი ხალხისთვის როცა არაფერი აქვთ სათქმელი და საქართველოს ინტერესებს აზიანებენ, ეს იმის შედეგია, რომ საპროტესტო აქციებზე ადამიანები არ გამოდიან. იქამდეც კი მივიდნენ, ადამიანებს თავს ეროვნული ნიშნით დაესხნენ. საინტერესოა, საელჩოები ამ ფაქტს რატომ არ გამოეხმაურნენ? – სხვა შემთხვევაში, მათ პოსტის დაწერას ვერავინ დაასწრებს ხოლმე. სამწუხაროდ, ადამიანები, რომლებიც გარედან ფინანსდებიან, ამერიკის მოქალაქეს თავს დაესხნენ, მაგრამ ამაზე პრეტენზია არც ევროკავშირის ელჩს ჰქონია, არც დიდი ბრიტანეთის და არც გერმანიის. ადამიანებზე თავდასხმა მათი წახალისებით ხდება“, – განაცხადა გორდულაძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები