ოთარ კახიძე: ხელისუფლება ვერ ხვდება, რომ ხალხი პროტესტის გამოსახატად იყო გამოსული

„ევროპული საქართველოს“ წევრი, ოთარ კახიძე მიიჩნევს, რომ ხელისუფლება შექმნილ ვითარებას ვერ აცნობიერებს და საზოგადოების ყურადღების გადატანას ცდილობენ იმაზე, თუ რა მუხლით იძიებენ საქმეს.
​მისივე თქმით, პროკურატურის მიერ დაწყებულ გამოძიებას სამართალთან საერთო არაფერი აქვს.
​„პროკურატურაში ეს პირველი საქმე არ არის, რომელიც სახელმწიფო გადატრიალების მუხლით დაიწყო. მინდა, გავახსენო საზოგადოებას ჭიკაიძის დროს საბურავების მოსალოდნელი რევოლუცია, პანიკაში რომ იყვნენ ჩაცვენილები მაიდნის შემდეგ. მეორე გამოძიება, რომელიც ეხებოდა იმას, თუ როგორ ტრიალდებოდა სახელმწიფო „რუსთავი 2-ის“ ეზოში. დაკითხვებზე დაჰყავდათ პოლიტიკური ლიდერები, მეც ვესწრებოდი ერთ-ერთ დაკითხვას. იყო სრული ბოდვა და არაფერი კავშირი ჰქონდა სამართალთან. ახლა არის მესამე სერია.
ხელისუფლება ვერ ხვდება, რომ ხალხი პროტესტის გამოსახატად იყო გამოსული. ხელისუფლება ვერც შექმნილ ვითარებას აცნობიერებს, რომ თვალების დათხრაზე პასუხი არაა მუხლების გადაკვალიფიცირება. თვალების დათხრაზე პასუხია იმ პირების სამართლებრივი პასუხისგება, ვინც ეს ბრძანება გასცა და შეასრულა. ახლა საზოგადოების ყურადღების გადატანას ცდილობენ იმაზე, თუ რა მუხლით იძიებენ საქმეს. ნუ ამწვავებენ ისედაც დაძაბულ პოლიტიკურ ატმოსფეროს“, – განაცხადა ოთარ კახიძემ.
პროკურატურის ცნობით, 20-21 ივნისის მოვლენებზე გამოძიება ამბოხების გზით ხელისუფლების დამხობისა და ხელში ჩაგდების მუხლებით გაგრძელდება. მათივე თქმით, აღნიშნულ საქმეზე განვითარებული მოვლენების საქმეზე ბრალდებულთა რიცხვი გაიზრდება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები