კარასინი: ან უნდა შევიკრიბოთ ჟენევაში, ან უნდა ვიომოთ – სხვა ფორმატი არ არსებობს

“სხვა ფორმატი არ არსებობს, ან უნდა შევიკრიბოთ ჟენევაში, ან გავზარდოთ შეიარაღებული ძალები და ვიომოთ”, – ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, გრიგორი კარასინმა ჟენევის მოლაპარაკებების დასრულების შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა.
„ჩვენ არავითარი ალტერნატივა   გვაქვს: ეს ერთადერთი ფორმატია, რომელშიც ვხვდებით საქართველოს, აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის წარმომადგენლებს. სხვა ფორმატი არ არსებობს. ან უნდა შევიკრიბოთ ჟენევაში, ან გავზარდოთ შეიარაღებული ძალები და ვიომოთ. ამას უხეშად ვამბობ, მაგრამ ჟენევის დისკუსიები – სამხრეთ კავკასიაში ნერვოზულობისა და ნეგატივის დაგროვების საწინააღმდეგოდ, კარგი საშუალებაა“, – განაცხადა კარასინმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები