არჩილ თალაკვაძე: საქართველო თავისი დამოუკიდებლობის, ტერიტორიული მთლიანობის და სიმართლის დასაცავად არ არის მარტო
საქართველო თავისი დამოუკიდებლობის, ტერიტორიული მთლიანობის და სიმართლის დასაცავად არ არის მარტო, ჩვენთან ერთად არიან ჩვენი პარტნიორები და საერთაშორისო საზოგადოება, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, არჩილ თალაკვაძემ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის, გრიგორი კარასინის განცხადებების შეფასებისას ჟურნალისტებს განუცხადა.
მისი თქმით, საქართველოს გვერდით არიან პარტნიორები და საერთაშორისო საზოგადოება.
„ასეთი განცხადებები არ არის ახალი სხვადასხვა წარმომადგენლების მხრიდან, თუმცა საქართველო თავისი დამოუკიდებლობის, ტერიტორიული მთლიანობის და სიმართლის დასაცავად არ არის მარტო; ჩვენთან ერთად არიან ჩვენი პარტნიორები და საერთაშორისო საზოგადოება.
არის საერთაშორისო ფორმატები, სადაც ნებისმიერი საკითხის დაყენება შეუძლიათ მხარეებს. რა თქმა უნდა, ამ ფორმატებში დადგენილი წესებით ვიხილავთ და ვპასუხობთ ყველა საკითხს“, – განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.
რუსეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელის მოადგილემ, გრიგორი კარასინმა საქართველოზე საუბრისას განაცხადა, რომ რუსეთის მხრიდან დაწესებული შეზღუდვები არ არის სანქციები.