“დეცენტრალიზაციის რეფორმა, რომელზეც ახლა ხელისუფლების ორი შტო ვმუშაობთ, არის საუკეთესო პასუხი მათთვის, ვინც პროპორციული სისტემის პირობებში რეგიონებზე სვამს შეკითხვას”

საქართველოს პარლამენტის რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარის, ზაზა გაბუნიას განცხადებით, ფინანსურად თვითკმარი და მზარდი და სტაბილური შემოსავლების მქონე, ადგილობრივი კაპიტალის განკარგვის უფლებამოსილების მქონე და ეკონომიკურ პროცესებში ჩართული მუნიციპალიტეტები და რეგიონები არის პასუხი იმაზე, თუ პროპორციული საარჩევნოს სისტემის პირობებში როგორ იქნება მოსმენილი რეგიონების ხმა, რადგან ასეთ პირობებში რეგიონები, ქალაქები, მუნიციპლიტეტები მაღალი დინამიკით და შეუქცევადად ვითარდებიან და მათ აღარ სჭირდებათ ხელოვნური სტიმულირება.
ეს ყველაფერი კი მოაქვს სწორედ დეცენტრალიზაციის წარმართულ რეფორმას, რომელზეც ახლა ხელისუფლების ორი შტო ვმუშაობთ და ეს არის საუკეთესო პასუხი მათთვის. ვინც პროპორციული სისტემის პირობებში რეგიონებზე სვამს შეკითხვას.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები