რუსი დეპუტატი: თუ საქართველო რუსეთს ბოდიშს არ მოუხდის, ის იგივე რყევებს უნდა ელოდოს, რაც უკრაინაშია

რუსეთის ფედერალური საბჭოს საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე, ვლადიმერ ჯაბაროვი მიიჩნევს, რომ საქართველოს პრეზიდენტმა თბილისში მიმდინარე ანტირუსული გამოსვლების გამო  რუსეთს ბოდიში უნდა მოუხადოს.
“ვფიქრობ, პირველი ნაბიჯი უნდა იყოს  საქართველოს პრეზიდენტის ბოდიში რუსეთის მიმართ”, – განუცხადა ჯაბაროვმა რუსულ სააგენტო “რია ნოვოსტ”-ის.
ჯაბაროვი იმასაც ფიქრობს, რომ თუ საქართველოს ხელისუფლება ვერ შეძლებს პროცესებზე კონტროლის დამყარებას, ქვეყანაში შეიძლება, ისეთი ძვრები მოხდეს, როგორიც უკრაინაში.
“თუ ქვეყნის საღად მოაზროვნე ხელმძღვანელობა ვერ იპოვის საკუთარ თავში ძალას, შეაჩეროს ეს პროცესები, საქართველოს შესაძლოა, ისეთივე რყევები ელოდოს, როგორიც უკრაინაშია. მაგრამ, ქვეყნის მასშტაბიდან გამომდინარე, იქ შედეგები უფრო მძიმე შეიძლება იყოს, რასაც არავითარ შემთხვევაში   ვუსურვებ ქართველ ერს”, – განაცხადა დეპუტატმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები