მძღოლები ვიდეოჯარიმის გადახდას სამინისტროს ოფიციალურ ვებგვერდზე შეძლებენ

მძღოლები ვიდეოჯარიმის გადახდას შინაგან საქმეთა სამინისტროს ოფიციალურ ვებგვერდზე შეძლებენ. ამის შესახებ „კვირას“ უწყებიდან აცნობეს.
„შინაგან საქმეთა სამინისტრო, მოქალაქეთა მომსახურების გაუმჯობესების მიზნით, აგრძელებს ტექნოლოგიური სიახლეების დანერგვას. პირველად, შინაგან საქმეთა სამინისტროს ოფიციალურ ვებგვერდს – POLICE.GE დაემატა ინოვაციური სერვისი – ვიდეოჯარიმების ონლაინგადახდის ფუნქცია. ამიერიდან, მძღოლები ვიდეოჯარიმის გადახდას უკვე სამინისტროს ოფიციალურ ვებგვერდზეც შეძლებენ, ერთი პლატფორმის პრინციპით.
კერძოდ, სამინისტროს ოფიციალურ ვებგვერდზე – police.ge, ე.წ. ჯარიმების კაბინეტს დაემატა ჯარიმის გადახდის ფუნქცია. აღნიშნული ფუნქცია მოქალაქეებს საშუალებას აძლევს, ერთ ვებგვერდზე ნახონ ვიდეოჯარიმის სტატუსი და, მისი არსებობის შემთხვევაში, ამავე გვერდზე  ყველაზე დაბალი საკომისიო გადასახადით – 1% – შეძლონ საჯარიმო ქვითრის გადახდა“, – აცხადებენ შსს-ში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები