თბილისის მოსახლეობის ნაწილს ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება

დღეს თბილისის მოსახლეობის ნაწილს ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება. კომპანია „თელასის“ ცნობით, აღნიშნულის მიზეზი სარემონტო სამუშაოებია.
10 საათიდან 18 საათამდე შეზღუდვა შეეხება: სოფელი დიღმის, დიდი დიღმის I მიკრორაიონის, დიდი დიღმის III მიკრორაიონის ნაკვეთების, დიღმის სასწავლო მეურნეობის, სამხედრო გზატკეცილის, მეფე მირიანის, გიორგი ბრწყინვალეს, დემეტრე თავდადებულის, პეტრიწის, პეტრე იბერის, ვეფხისტყაოსნის, ირაკლის გამრეკელის, ნუცუბიძისა და ძოწენიძის ქუჩების მცხოვრებლებს.
10 საათიდან 16 საათამდე შეზღუდვა შეეხება: პეკინის გამზირის (ნაწილობრივ), ბუკიას ბაღის, გამრეკელის, საბურთალოს, სულხან ცინცაძისა და კუტუზოვის ქუჩების მცხოვრებლებს.
ხოლო 10 საათიდან 13 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ვაჟა-ფშაველას გამზირისა (ნაწილობრივ) და პეტრე ქავთარაძის ქუჩის მცხოვრებლებს.
გლდანის რაიონში, გეგმურ-პროფილაქტიკური სამუშაოების გამო, 10 საათიდან 18 საათამდე შეზღუდვა შეეხება: დავით სარაჯიშვილის გამზირის, ლაზოს ჩიხის, დავით სარაჯიშვილის, კაჭარავას, გელა ჭედიასა და ედიშერ გარაყანიძის ქუჩების მცხოვრებლებს.
კრწანისის რაიონში 11 საათიდან 15 საათამდე შეზღუდვა შეეხება: სოფელ ფონიჭალის, ფონიჭალის დასახლების, რუსთავის გზატკეცილის, ბეთლემის აღმართის, გორგასლისა და ორთაჭალის ქუჩების მცხოვრებლებს.
მთაწმინდის რაიონში 10 საათიდან 18 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ბათუ კრავეიშვილის, ჩიტაძის, კოტეტიშვილისა და ინგოროყვას ქუჩების მაცხოვრებლებს.
ხოლო 11 საათიდან 18 საათამდე შეზღუდვა შეეხება: კერესელიძის, დავით თორაძის, მაყაშვილის, ზანდუკელისა და ჭოველიძის ქუჩების მცხოვრებლებს.
ჩუღურეთის რაიონში 10 საათიდან 18 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ივანე ჯავახიშვილის, მარჯანიშვილის, ნინოშვილის, ჩუბინაშვილის, მიხეილ წინამძღვრიშვილისა და კიტა აბაშიძის ქუჩების მცხოვრებლებს.
ისნის რაიონში 09:30 საათიდან 18 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ქეთევან დედოფლის გამზირის, დოლაბაურის, ლეხ კაჩინსკის, კაჭარავას, დესპინე გელოვანის, ეთერ კაკულიას, უჯარმის, ბოცვაძის, ეკატერინე ფორაქიშვილი-სარაჯიშვილის, მიშველაძისა და პატარძეულის ქუჩების მცხოვრებლებს.
დიდუბის რაიონში, გეგმურ-პროფილაქტიკური სამუშაოების გამო, 10 საათიდან 18 საათამდე შეზღუდვა შეეხება: მეტრო „წერეთლის” მიმდებარე ტერიტორიის, აკაკი წერეთლის გამზირის, თევდორე მღვდლის, ეგნატე და ვახტანგ ფიფიების, არჩილ ქურდიანის, ბათუმის, გორის, ვახუშტი ბაგრატიონის, ზუგდიდის, ცემის, ცაბაძის, იამანიძის, მაიაკოვსკის, ფოთის, სოხუმის, ვლადიმერ ვორონინის, იროდიონ ევდოშვილისა და სლავა მეტრეველის ქუჩების მცხოვრებლებს.
სამგორის რაიონში  11 საათიდან 15 საათამდე შეზღუდვა შეეხება: სამგორი-2 დასახლების, გარდაბნის გზატკეცილის, იუმაშევის, გრიგოლ ლორთქიფანიძის და ჯავახეთის ქუჩების მცხოვრებლებს. 20 საათიდან 21 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ვარკეთილის III მასივის VII კვარტლის, აეროდრომის დასახლების, შუამთის, კალოუბნისა და ჯავახეთის ქუჩების მცხოვრებლებს.
ვაკის რაიონში, გეგმურ-პროფილაქტიკური სამუშაოების გამო, 12 საათიდან 15 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ირაკლი აბაშიძის ქუჩის (ნაწილობრივ) მცხოვრებლებს.
კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო და აცხადებს, რომ, სამუშაოების დასრულების შემდეგ, აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგებათ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები