პუტინი და მერკელი უკრაინის კრიზისზე ისაუბრებენ
გერმანიის კანცლერი ანგელა მერკელი და რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი ერთმანეთს საფრანგეთში შეხვდებიან, სადაც 6 ივნისს მეკავშირეების ჩამოსვლის 70 წლის იუბილესთან დაკავშირებით ღონისძიება გაიმართება. ანგელა მერკელმა აღნიშნა, რომ ის ვლადიმერ პუტინს ისე დაელაპარაკება, როგორც ამას სატელეფონო საუბრებში აკეთებს. თემა უკრაინის კრიზისი იქნება.
როგორც ცნობილია, რუსეთის პირველ პირსა და მერკელს სატელეფონო საუბრები არაერთხელ ჰქონიათ, თუმცა ისინი ერთმანეთს არ შეხვედრიან. მისივე თქმით, მას დიდი სურვილი აქვს, რომ ვლადიმერ პუტინს პირადად დაელაპარაკოს. ცოტა ხნის წინ კი განცხადება გააკეთა გერმანიის მთავრობის წარმომადგენელმა შტეფენ ზაიბერტმა. მისი თქმით, ანგელა მერკელს თავისუფლად შეუძლია ვლადიმერ პუტინთან ერთად ნორმანდიაში ღონისძიებას ესწრებოდეს და მთავარ თემაზე საუბრობდეს.