აჭარის სანაპიროებზე შტორმს ელოდებიან
აჭარის სანაპიროებზე შტორმს ელოდებიან. როგორც “კვირას“ აჭარის საგანგებო და გადაუდებელი სიტუაციების მართვის სააგენტოს უფროსის მოვალეობის შემსრულებელმა მამუკა თურმანიძემ განუცხადა, სანაპიროზე სამაშველო ბრიგადებია მობილიზებული. მისი ინფორმაციით, ამ დრომდე მოსახლეობის მხრიდან საგანგებო სიტუციების სამსახურში გამოძახება არ დაფიქსირებულა.
“ამინდის გაუარესებასთან დაკავშირებით ინფორმირებული ვართ. ჩვენი იახტკლუბი მზადაა, საჭიროების შემთხვევაში ღია ზღვაში მყოფი გემები მიიღოს. ისინი საშტორმო მდგომარეობის გაუქმებამდე დაცულად იქნებიან“,- აღნიშნა თურმანიძემ.