სლოვაკეთი რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მე-18 პაკეტის მიღებას დათანხმდა

ექვსჯერ დადებული ვეტოს შემდეგ, სლოვაკეთი მზადაა, რუსეთის წინააღმდეგ ევროკავშირის მე-18 სანქციების პაკეტს შეუერთდეს,- ამის შესახებ ქვეყნის პრემიერ-მინისტრმა, რობერტ ფიცომ განაცხადა.

“ძვირფასო მეგობრები, უზარმაზარი ცეცხლის, მუქარების, უხეში სიტყვებისა და კრიტიკის მიუხედავად, ჩვენ ექვსჯერ დავადეთ ვეტო სანქციების მე-18 პაკეტს. სწორად მოგესმათ, ექვსჯერ. ამჯერად მოლაპარაკების ყოველგვარი გზა ამოიწურა და დაბლოკვითი პოზიციის გაგრძელება ახლა ჩვენს ინტერესებს შეუქმნის საფრთხეს”,- განაცხადა ფიცომ.

მედიის ცნობით, სლოვაკეთისგან რუსეთის წინააღმდეგ სანქციების პაკეტზე მხარდაჭერის მოსაპოვებლად, ევროკომისიამ ევროკავშირის მიერ რუსული გაზის თანდათანობითი შეწყვეტასთან დაკავშირებით ქვეყანას წერილობითი გარანტიები მისცა.

„დადასტურებული გარანტიები გაზის ფასს და მის შესაძლო დეფიციტს, ასევე ტრანსპორტირების საფასურს ეხება”,- აღნიშნა ფიცომ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები