ევროკავშირმა რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მე-18 პაკეტი დაამტკიცა

18 ივლისს დაგეგმილი ევროკავშირის მუდმივი წარმომადგენლების კომიტეტის (Coreper) რიგგარეშე სხდომაზე რუსეთის წინააღმდეგ ევროკავშირის სანქციების მე-18 პაკეტი დაამტკიცეს,- ამის შესახებ ინფორმაციას, “როიტერი” ავრცელებს.

სანქციები მიზნად ისახავს რუსეთის ნავთობისა და ენერგეტიკის ინდუსტრიისთვის დამატებითი დარტყმის მიყენებას.

დიპლომატებმა „როიტერს“ განუცხადეს, რომ რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული სანქციების უახლესი პაკეტი „დიდი შვიდეულის“ ქვეყნებისთვის ნედლი ნავთობის ფასს ბარელზე 47.6 დოლარამდე შეამცირებს.

„ევროკავშირმა რუსეთის წინააღმდეგ დღემდე ერთ-ერთი ყველაზე მკაცრი სანქციების პაკეტი დაამტკიცა. ჩვენ გავაგრძელებთ ხარჯების გაზრდას, ამიტომ აგრესიის შეჩერება მოსკოვისთვის წინსვლის ერთადერთი გზა გახდება“, – განაცხადა საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა, კაია კალასმა.

სანქციების პაკეტი ასევე რუსეთის „ჩრდილოეთის ნაკადის“ გაზსადენებთან და რუსეთის ფინანსურ სექტორთან დაკავშირებულ ტრანზაქციებს კრძალავს.

„მივესალმები რუსეთის წინააღმდეგ ჩვენი მე-18 სანქციების პაკეტზე შეთანხმებას. ჩვენ ვურტყამთ რუსეთის საომარი მანქანის გულს. სამიზნედ ვაქცევთ მის საბანკო, ენერგეტიკულ და სამხედრო-სამრეწველო სექტორებს და მათ შორის ნავთობის ფასების ახალ დინამიკურ ზედა ზღვარს“, – დაწერა ევროკომისიის პრეზიდენტმა, ურსულა ფონ დერ ლაიენმა X-ზე.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები